Sunday, May 3, 2015
















საგანი
მათემატიკა
კლასი, საფეხური
VIIკლასი, II საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა
22 მოსწავლე
თემა
სიმრავლეთა კლასიფიკაცია
ესგ მიზნები
მათემატიკური ცნებების და დებულებების გამოყენება,ამოცანის ჩამოყალიბება,ამოხსნის გზები და გამოთვლები, კომუნიკაციის და ანალიზის უნარის განვითარება.
გაკვეთილის მიზანი
მთელ რიცხვთა სიმრავლის კლასებად დაყოფა მაგალითების გამოყენებით: მთელი დადებითი, მთელი უარყოფითი რიცხვები და ნული.
წინა ცოდნა
ნატურალური რიცხვები, მათზე მოქმედებები, ნაშთის მიღების შემთხვევაში მისი მითითება სიმრავლე და მასზე მოქმედებები ( 10წუთი).
გაკვეთილის მიმდევრობა
 საორგანიზაციო საკითხები  (5წთ)წინა ცოდნის გახსენება, რომელიც ნატურალური რიცხვის ნატურალურ რიცხვზე გაყოფას და ზოგ შემთხვევაში ნაშთის მიღებას ეხება.საჭირო მაგალითების მოყვანა (10წთ)
გაკვეთილის ახსნა
კლასის დაყოფა ჯგუფებად, ვაძლევ ერთი და იგივე რიცხვის სხვადასხვა რიცხვზე გაყოფის შესრულებას, მაგალითად 56-ის 2-ზე, 3-ზე, 5-ზე  და აშ.

მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება დაინახონ რა შედეგებს იღებენ მოცემული მაგალითის შემთხვევაშიდა მსჯელობენ მიღებული პასუხების სიმრავლეში გაერთიანების სხვადასხვა შემთხვევაზე. ბოლოს მიმდინარეობს მსჯელობა ზოგადად ნებისმიერი ნატურალური რიცხვის შემთხვევაში რამდენი ქვესიმრავლე მიიღება(10წთ)
რამოდენიმე მოსწავლეს ვთხოვ, გააკეთოს დასკვნა განხილული მაგალითებიდან და ვახდენთ ამ დასკვნების შედარება-შეფასებას(7 წთ)
განვიხილავთ სახელმძღვანელოში მოცემული დავალებებიდან შედარებით რთულ სავარჯიშოებს(6 წთ)


დავალება
მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება ახალი მასალიდან გამომდინარე (2წთ).
შეფასება
მოსწავლეების შეფასება ხდება შეფასების რუბრიკით
გამოყენებული რესურსები
მათემატიკის სახელმძღვანელო,ფორმატი, ფლომასტერი. 

No comments:

Post a Comment