Friday, March 25, 2016

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

                                         
   
დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის მიზნებს,ვნახეთ და გავეცანით სხვადასხვა ნიმუშებს, ვიმსჯელეთ, შევადგინეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ ინდივიდუალური პროექტის მიზნები,შემდეგ საბოლოოდ ჩამოვაყალიბე და მივუსადაგე ჩემს პროექტს. ვფიქრობ, ჩემთვის ეს ტრენინგ-დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 
არ შემიძლია,არ აღვნიშნო ბატონი გიორგის გულისხმიერი დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანის მიმართ.



Saturday, March 19, 2016

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს  ტრნინგზე მე გავაკეთე  და გავასაჯაროვე ჩემი  ბროშურა, ასევე მოვიძიე მათემატიკის სტანდარტი, 21-საუკუნის უნარ ჩვევების  შესაფერისი სიტყვები და ბლუმის ტაქსონომია, გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონებს და მოვარგე ჩემს თემას,რომელიც გავაცანი კოლეგებს,ჩემი ფაილები ავტვირთე და გავაგზავნე ინტერნეტით ჩემ ფოსტაზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ტრენერი, ბატონი გიორგი ხომასურიძე არის ძალიან გულისხმიერი და კარგი პროფესიონალი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს და შესაბამისად ტრენინგი საინტერესოა.

პირველი მოდულის რეფლექსია

დავიწყეთ ინტელის ტრენინგი და ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი გამომადგება სასწავლო პროცესში.
 ტრენინგის პირველ დღეს გავიმეორეთ ფაილების და საქაღალდეების შექმნა და შენახვა სახელებით, გავეცანით პროექტებით სწავლების მეთოდებს, შევადგინეთ ბროშურის გეგმა ,  დავათვალიერეთ ნიმუშები და ბატონ გიორგისთან ერთად შევიმუშავეთ  საგნების მიხედვით  პროექტის  სამუშაო გეგმა.


Tuesday, May 5, 2015

ტყე-სიციცხლის საწყისი


პროექტის სახელწოდება: ტყე- სიცოცხლის საწყისი.

პროექტის მთავარი იდეა: სოფლის სკოლის სამხრეთ მხარეს მდებარე ეროზიული ადგილის  ტერიტორიის გასუფთავება და ეროზირებული ნიადაგის გამწვანება

მოსალოდნელი შედეგი:

 მოზარდმა უნდა იცოდეს რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო.

მიზნები:
  1.  მოვიძიებთ სტატისტიკურ მონაცემებს,  თუ როგორ იცვლებოდა წლების მაძილზე  ეს ტერიტორია.
  2. ვესაუბრებით მოსახლეობას, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია დამეწყრილ ნიადაგზე ხეების მოჭრას.
  3. რა ზიანს მოიტანს სანაგაოს არსებობა სკოლის ახლოს .
მონაწილეთა ასაკი:
      მე-9, მე-10 კლასი 

კალენდარული დრო:
6 ---თვე.
ვადები:
1 დეკემბერი-1 მაისი.

განხორციელების გზები (პროექტში):
  1. დავყოფ ჯგუფებად და დავავალებ სამუშაო იარაღების მოტანას.
  2. მოსწავლეები გაასუფთავებენ აღნიშნულ ტერიტორიას.
  3. მოსწავლეები გააკეთებენ ხე - მცენარეებისათვის ორმოებს
  4.  მოვიტანთ მცენარეებს და დავრგავთ.
  5.  მცენარეების შემოღობვა და მოვლა.
  6. მონიტორინგი

   პროექტის მსვლელობა

3.      ჩავრთავ პროექტში დირექციას და ადგილობრივ თვითმართელობას, მივმართავ სანერგე მეურნებას .
4.      შევარჩევ ნერგებს,  რომელიც უნდა დაირგოს ეროზირებულ ტერიტორიაზე (ევკალიპტი).
5.      მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად 
6.      Iჯგუფი: (თოხი; ბარი; ნიჩაბი.) 
7.      II ჯგუფი: მოიტანს წყალს; მაკრატელს;
8.      III ჯგუფი :დავავალებ  ორმოების ამოჭრას და გასუფთავებას.
9.      IV ჯგუფი:  მოტანენ  და დარგავენ ნერგებს.
1       V ჯგუფი : დავავალებ ნერგების მოვლას და სანაგვე ურნების დადგმას.
1