Saturday, March 26, 2016

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს  ვიმუშავეთ პროექტის  შეფასების გეგმაზე, გავეცანი სხვადასხვა პროექტების შეფასების გეგმის ნიმუშებს, ვიმსჯელეთ და გავარჩიეთ თითოეული,  შევიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების გეგმა, ღევანდელიტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. გმადლობთ,ბატონო გიორგი.

Friday, March 25, 2016

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

                                         
   
დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის მიზნებს,ვნახეთ და გავეცანით სხვადასხვა ნიმუშებს, ვიმსჯელეთ, შევადგინეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ ინდივიდუალური პროექტის მიზნები,შემდეგ საბოლოოდ ჩამოვაყალიბე და მივუსადაგე ჩემს პროექტს. ვფიქრობ, ჩემთვის ეს ტრენინგ-დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 
არ შემიძლია,არ აღვნიშნო ბატონი გიორგის გულისხმიერი დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანის მიმართ.



Saturday, March 19, 2016

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს  ტრნინგზე მე გავაკეთე  და გავასაჯაროვე ჩემი  ბროშურა, ასევე მოვიძიე მათემატიკის სტანდარტი, 21-საუკუნის უნარ ჩვევების  შესაფერისი სიტყვები და ბლუმის ტაქსონომია, გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონებს და მოვარგე ჩემს თემას,რომელიც გავაცანი კოლეგებს,ჩემი ფაილები ავტვირთე და გავაგზავნე ინტერნეტით ჩემ ფოსტაზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ტრენერი, ბატონი გიორგი ხომასურიძე არის ძალიან გულისხმიერი და კარგი პროფესიონალი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს და შესაბამისად ტრენინგი საინტერესოა.

პირველი მოდულის რეფლექსია

დავიწყეთ ინტელის ტრენინგი და ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი გამომადგება სასწავლო პროცესში.
 ტრენინგის პირველ დღეს გავიმეორეთ ფაილების და საქაღალდეების შექმნა და შენახვა სახელებით, გავეცანით პროექტებით სწავლების მეთოდებს, შევადგინეთ ბროშურის გეგმა ,  დავათვალიერეთ ნიმუშები და ბატონ გიორგისთან ერთად შევიმუშავეთ  საგნების მიხედვით  პროექტის  სამუშაო გეგმა.