Saturday, April 9, 2016

პროექტის პორტფოლიო

მე-9 ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს  ვამთავრებ intel-ის ტრენინგს და შესაბამისად ჩემი  საქაღალდე  კიდევ ერთხელ გადავათვალიერე,  შევიტანე შენიშვნები, გავაფორმე და შევინახე. ჩემი საქაღალდე  უნდა ავტვირთო ბლოგზე.
რაც შეეხება ტრენინგს და მის მიმდინარეობას,  ძალიან საინტერესო  და შემოქმედებითი იყო, რაშიც დიდი წვლილი ბატონ გიორგის მიუძღვის,  მადლობა მას ამისათვის.
ვიმედოვნებ, ტრენინგზე ნასწავლი მასალა დამეხმარება შემდგომ მუშაობაში.

Sunday, April 3, 2016

მერვე დღის ტრენინგ რეფლექსია

დღეს გადავათვალიერე შემი ნამუშევარი, ინტერნეტიდან დამატებით მოვიძიე მოსწავლის პრეზენტაციისათვის საჭირო მასალა და გადავიტანე მისამართები ციტირებულ დოკუმენტში, ხოლო ინფორმაცია -სლაიდებზე, დავამთავრე  მოსწავლის პრეზენტაცია.
 მადლობა ბატონო გიორგი.

Saturday, April 2, 2016

მე-7 ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს გავეცანი მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონებს და სლაიდების  თავისებურებებს,  დავიწყეთ მუშაობა, რა შეიძლება გაკეთდეს მოსწავლის მიერ, რისთვისაც  წინასწარ ინტერნეტიდან მოვიძიე ჩემი თემისათვის საჭირო ინფორმაცია: ტექსტური, აუდიო და ვიდეო მასალები. შევინახე ჩემს საქაღალდეში და დავიწყე პრეზენტაციის გაკეთება.

მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ტრენინგ-დღისათვის.

Friday, April 1, 2016

მეექვსე ტრენინგ-დღე





       დღეს გავიმეორეთ პროექტის  მიმდინარეობის საფეხურები,  გავეცანით შეფასების რუბრიკებს, გავეცანით ახალ ტერმინებს და გამოვიყენე საკუთარ პროექტში. ჩემი პროექტის გეგმა კიდევ ერთხელ გადავამოწმე და  მივეცი საბოლოო სახე,  გავეცანით დროის მენეჯმენტს. ჩემი პროექტის გეგმა გავწერე დროში, გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს .
  მადლობა ბატონ გიორგი ხომასურიძეს  გაწეული დახმარებისა და გულისხმიერებისათვის.

Saturday, March 26, 2016

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს  ვიმუშავეთ პროექტის  შეფასების გეგმაზე, გავეცანი სხვადასხვა პროექტების შეფასების გეგმის ნიმუშებს, ვიმსჯელეთ და გავარჩიეთ თითოეული,  შევიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების გეგმა, ღევანდელიტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. გმადლობთ,ბატონო გიორგი.